ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

18 ოქტ 2023

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ხანძრის გამო, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.