ლერი აბულაძე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

14 ოქტ 2023

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე 63 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა რეიტინგები (წონების მიხედვით განაახლა.

ნუგზარ წურწუმია (55 კგ) წონის მეორე ნომერია და იგი მხოლოდ აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის ჩამორჩება;

ფრიდონ აბულაძე (60 კგ) მეცხრეა; ჯონი ხეცურიანი (67 კგ) წონაში მესამეა; რამაზ ზოიძე (72 კგ) წონის მერვე ნომერია;

იური ლომაძე (77 კგ) მესამეა; გელა ბოლქვაძე (82 კგ) მეექვსეა; ლაშა გობაძე (87 კგ) მეთორმეტე;

რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მეჩვიდმეტე; იაკობ ქაჯაია (130 კგ) კი, წონის მეშვიდე ნომერია.