ხულოს კლინიკაში ჩვილი გარდაიცვალა

12 ოქტ 2023

ხულოს კლინიკაში ექვს თვემდე ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიდასტურეს.

კლინიკაში ასევე განმარტეს, რომ ჩვილი კლინიკაში შეყვანიდან, მალევე გარდაიცვალა, მანამდე ის ბათუმში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.