დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

12 ოქტ 2023

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო U21-ის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ეს მატჩი C ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირებაა, ორივე ნაკრებს 6-6 ქულა აქვს და არცერთს გოლი არ გაუშვია.

მატჩი ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ამ მატჩის შემდეგ, 17 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის ეგიდით ისევ ბათუმში ამჯერად შვედეთს შეხვდება.