''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები კვიპროსში, დავით კეზერაშვილს ხვდებიან

11 ოქტ 2023

ჩაანაცვლებს თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამია - ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე ''ნაციონალური მოძრაობის'' ამჟამინდელი თავმჯდომარე, თავადვე ადასტურებს, რომ კვიპროსში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.

ხაბეიშვილი კვიპროსში ''ნაციონალური მოძრაობის'' სხვა წევრებთან ერთად იმყოფება - ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიპროსში ვიზიტი, სწორედ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომას და პარტიაში ნიკა გვარამიას თავმჯდომარედ არჩევას უკავშირდება. 

რას ფიქრობს ''ნაციონალურ მოძრაობაში'' შესაძლო ცვლილებებზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი.