მახინჯაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

09 ოქტ 2023

მახინჯაურში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.