ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გავეცი, არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

09 ოქტ 2023

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.

„მე გავეცი ღაზას სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.