ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი 

08 ოქტ 2023

''ჰამასის'' თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში შეტყობინება არ შესულა, აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

მისივე თქმით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა, ისრაელის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და პოლიციასთან.