იძულებითი ქორწინების მსხვერპლი 14 წლის მოზარდი

07 ოქტ 2023

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე - ამბობს სახალხო დამცველი.

სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე.