პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

04 ოქტ 2023

დღე მეორე - საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ისევ გრძელდება.

მოსამართლეთა პლენუმმა უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.