ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

04 ოქტ 2023

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, მიზეზი უხვი ნალექის შედეგად, სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა, რის გამოც,  4 ოქტომბრის 03:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ შერიფ ხიმშიაშვილზე, ინასარიძესა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.