ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა - აჭარის გზების დეპარტამენტი

03 ოქტ 2023

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში, საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ სახალვაშოს მიმართულებით არის აკრძალული.