პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

03 ოქტ 2023

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია? - 6 საათია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა მიიღოს. სხდომას ყველა მათგანი ესწრება.