ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

03 ოქტ 2023

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"დატბორილია ქალაქის რამდენიმე ქუჩა. მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას ახდენენ,“ - აცხადებენ მერიაში.