უხვი ნალექის გამო მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს - ბათუმის მერია

02 ოქტ 2023

უხვი ნალექის გამო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას "ბათუმის წყალი", გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები - ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები. სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად იწმინდება ცხაურები. სერვისცენტრების მიერ ხორციელდება მდგომარეობის მონიტორინგი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.