საპრემიერო ჩვენება

02 ოქტ 2023

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან, "სახლი ღრუბლებში" - ასე ჰქვია სპექტაკლს რომელიც რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით დაიდგმება. სპექტაკლის რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილია.

სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია და ორ მსახიობს მამა-შვილის როლი აქვთ გადანაწილებული, მსახიობები ცდილობენ ორი თაობის ურთიერთობა სცენიდან გადმოსცენ.

საპრემიერო ჩვენებები 4, 5, და 6 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

საპრემიერო ჩვენებები ბათუმის დრამატული თეატრის "მცირე დარბაზშია" დაგეგმილი.