მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩანგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

02 ოქტ 2023

ცხრა ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქში წირვის დროს ეკლესიის სახურავის  ჩამონგრევის შედეგად - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში  მაშველები  ნანგრევებში  მოყოლილ კიდევ 30  ადამიანს ეძებდნენ. 

სამძებრო სამუშაოებში სამხედროებიც  არიან ჩართული.