ბათუმის "აჭარაბეთ არენა" ვარდისფრად განათდა

01 ოქტ 2023

ბათუმის სტადიონი ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს, „ვარდისფერ ოქტომბერს“ უკავშირდება.

"ვარდისფერი ოქტომბერი" მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული თემისადმი თანადგომას უსვამს ხაზს.