ანკარაში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს

01 ოქტ 2023

ანკარის ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მედიკოსები. 

ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. მიმდინარეობს მოკვლევა აფეთქების მიზეზების დასადგენად.