ხახულის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ხახულის მეორე შესახვევიდან გაგარინის ქუჩამდე მონაკვეთში

29 სექ 2023

ხახულის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ხახულის მეორე შესახვევიდან გაგარინის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვის გამო, #1, #7, #7ა და #8 მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით: • #1 - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის ქუჩების გავლით; • #7 - ვარშანიძის, გენერალ ასლან აბაშიძის, შარტავას, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის ქუჩების გავლით; • #7ა - აღმაშენებლის, ლეონიძის, გენერალ ასლან აბაშიძის, ვარშანიძის ქუჩების გავლით; • #8 - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუასა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით. ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება.