სამძებრო სამუშაოები მწვანე ტბაში

29 სექ 2023

ხულოში მწვანე ტბაში 52 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით მოქალაქე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ტბაში შევიდა, უკან კი არ დაბრუნებულა.

მამაკაცი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა. იგი ხულოს მკვიდრია.