სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან - პოლიტიკური შეფასებები

29 სექ 2023

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.