ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად საბაჟო დეპარტამენტის შენობაში აფეთქება მოხდა

28 სექ 2023

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. საბაჟოს საწყობში ელექტრომობილების აკუმულატორები ინახებოდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღა ეპიცენტრიდან 30 კმ-ში იგრძნობოდა. აფეთქების შემდეგ შენობას ხანძარი გაუჩნდა. მისი ნაწილი ჩამოინგრა.

შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაიღუპა ერთი ადამიანი - 16 წლის მოზარდი.