მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები მასობრივად ტოვებენ

28 სექ 2023

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, სოციალურ ქსელში წერს. ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური  სომეხი ცხოვრობდა.

სომხური მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მთავრობამ ყარაბაღიდან ჩასული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, 65 ათასი მოქალაქიდან მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით და გორისში ჩასული ბევრი ადამიანი, სადაც მიმღების პუნქტი მდებარეობს, იძულებულია ღამე ავტომობილებში გაათენოს.