კიევში დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

28 სექ 2023

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი, შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.