აჭარის მთავრობის სხდომა

27 სექ 2023

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს - დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებამდე თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა.

მთავარი აქცენტი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ღონისძიებასა და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელიც ბათუმში ხვალ და ზეგ გაიმართება. ასევე შეაჯამა საზღვაო ტურისტული სეზონი.