30 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექ 2023

ჩვენი ერთიანი სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და აფხაზეთს - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში  ჟიული შარტავას მემორიალთან გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ბათუმის მერმა, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.