სოხუმის დაცემის დღე

27 სექ 2023

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  ქობულეთის მერიის და საკრებულოს წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოგვიანებით კი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, თეიმურაზ ჯორბენაძის საფლავზე იმყოფებოდნენ. მეომარი სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში 3 ადამიანი დაიღუპა, მუნიციპალიტეტში ომის 120  ვეტერანი ცხოვრობს.