ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

26 სექ 2023

ყარაბაღის რეგიონში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.  აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.