იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია

25 სექ 2023

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია!“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

იუსტიციის სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებული იყო.