კანადაში გასართობ პარკში მგზავრებით სავსე ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა

25 სექ 2023

კანადის ქალაქ ვაის  გასართობ პარკში  ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ატრაქციონი, რომელზეც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მოულოდნელად გაჩერდა. 

ადამიანებს  თავდაყირა ყოფნა თითქმის 30 წუთის განმავლობაში მოუწიათ.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოები თვითმხილველებმა სოციალურ მედიაში ატვირთეს. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.