დღეს ბათუმში ორი "დინამოს" დერბი გაიმართება

24 სექ 2023

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი "დინამოს" დერბი გაიმართება.

"დინამო" ბათუმისა და "დინამო" თბილისის მატჩი "ბათუმი არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

25 ჩატარებული მატჩის შემდეგ "დინამო" ბათუმს 55 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ხოლო "დინამო" თბილისი 48 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის "იუთუბ" არხი გადმოსცემს.