სუს-ში ადასტურებენ, რომ ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

22 სექ 2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და ის სუს-ში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.