პროკურატურამ 15 პირს ბრალდება წარუდგინა

22 სექ 2023

პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობისთვის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის  მიმართვის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი  საზღვარგარეთ მყოფი ე.წ-ლი  ,,კანონიერი ქურდების“ -  დავალებით, საქართველოში სისტემატურად აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს“, იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას.