ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

20 სექ 2023

ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ასევე დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.