პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

19 სექ 2023

დღეს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის და კანონპროექტს ჩააგდებს - ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა გუშინ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი მოიწონა, 2 მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა ძალა დაკარგა.