ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე დრონი იპოვეს

18 სექ 2023

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  შავი ზღვის კურორტ  ტიულენოვოში ნაპოვნი დრონის შემოწმებისა და გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.  შემოწმების შემდეგ  ნატოს წევრი ბულგარეთი დრონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს-ნათქვმია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ბულგარული ტელეარხის ნოვა-ტი-ვის მიერ გავრცელებულ კადრებზე  ექსპერტები ამოწმებენ  დრონს, რომელიც  კლდეზე იპოვეს. უცნობია დრონი ჰაერიდან ჩამოვარდა თუ ზღვის დინებამ გამორიყა. სპეციალისტთა ჯგუფი შემთხვევის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით მიავლინეს. 

ტურისტული კურორტი  7 კილომეტრის მოშორებით  მდებარეობს. შავ ზღვაში გადაღმა კი ყირიმის ნახევარკუნძულია.