ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა

17 სექ 2023

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ლაშას საუკეთესო შედეგი 220 კილოგრამი იყო და პირველი ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი 253 კილოგარმით აქაც საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ორ ჭიდის ჯამში ტალახაძეს 473 კილოგრამი დაუგროვდა და პლანეტის ჩემპიონის წოდება ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა.