საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ყირგიზეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ბათუმში დააკავეს

16 სექ 2023

სამართალდამცველებმა ბათუმში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, ყირგიზეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მიმდინარეობს გამოძიება.