28 თებ 2017
საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადება. სპორტსმენებისთვის ეს სეზონის პირველი სერიოზული გამოწვევა იქნება, საიდანაც გამარჯვებით დაბრუნების იმედი აქვთ. საწვრთნელი შეკრება ბათუმში, სამ დღეში დასრულდება.