"დინამო" ბათუმი თასის მეოთხედფინალში "ირაოს" დაუპირისპირდება

15 სექ 2023

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

მეოთხედფინალში "დინამო" ბათუმი მესამე ლიგის წარმომადგენელ თბილისის "ირაოს" გასვლაზე დაუპირისპირდება. მატჩი კასპში 24 ოქტომბერს გაიმართება.

ბათუმელები ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ფოთის "კოლხეთსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.