საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

15 სექ 2023

16 სექტემბრიდან ბელგრადი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან. ცნობილია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობაც.

  • 57 კგ - რობერტ დინგაშვილი;
  • 61 კგ - შოთა ფარტენაძე;
  • 65 კგ - ედემ ბოლქვაძე;
  • 70 კგ - გიორგი ელბაქიძე;
  • 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე;
  • 79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე;
  • 86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი;
  • 92 კგ - მირიან მაისურაძე;
  • 97 კგ - გივი მაჭარაშვილი;
  • 130 კგ - გენო პეტრიაშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება, ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში - 57, 65, 74, 86, 97 და 125 + კილოგრამებში.

თითოეულ წონაში, ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოიპოვებს. მას შემდეგ, რაც მედლები გათამაშდება და ოთხივე მედალოსანი შეასრულებს სალიცენზიო ნორმატივს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ბოლო - მეხუთე ლიცენზიის მისაღებად.

სერბეთი თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში პლანეტის პირველობას 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.