ბათუმელი კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

14 სექ 2023

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია. კესარიამ ჩემპიონობა 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.

რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, სადაც კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.