„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – კონფერენცია  

14 სექ 2023

საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - ამ საკითხებზე სასაუბროდ უკვე მეორედ შეიკრიბნენ და დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში. აუდიენცია პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ორგანიზებით იმართება.