გურიაში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

14 სექ 2023

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რამდენიმე სოფელი უკვე სრულად არის გაწმენდილი, მოსახლეობა კი, უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სოფელ ხორეთში მიმდინარეობს დროებითი გზის მოწყობა; აღდგენილია ელექტროენერგია, წერტილოვანი შეზღუდვებია ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.

რეგიონში მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.