ესპანეთში მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

13 სექ 2023

ესპანეთის ჩრდილოეთ ასტურიას რეგიონში მოხუცებულთა  თავშესაფარში  გაჩენილმა ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია   27  ადამიანი. ცეცხლი სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილზე მეხანძრე- მაშველების მისვლის დროს  ცეცხლი უკვე მთლიანად იყო გავრცელებული  შენობის პირველ სართულზე. 

ძლიერი ცეცხლი განსაკუთრებით  იმ ოთახში იყო, სადაც მოგვიანებით მაშველებმა მსხვერპლი იპოვეს.