ურალის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

12 სექ 2023

რუსული  ავიაკომპანია ურალის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე  159 ადამიანი იმყოფებოდა და სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკის ოლქში. ამის შესახებ რუსული  საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

დაშავებულების ან ავარიული დაშვების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ მონაცემებით, თვითმფრინავის  ბორტზე 159 ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე სააგენტო „ტასი“ 156 ადამიანის  შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.