საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

11 სექ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან-   მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.