საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

10 სექ 2023

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა.

ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში ყაზახეთის გუნდი იქნება.

ფინალური მატჩები ხვალ გაიმართება თბილისის დროით: 17:00 და 20:00 საათზე.