ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდია 49 სტუდენტს გადაეცა

09 სექ 2023

აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიანტები დააჯილდოეს ხელვაჩაურში. სპეციალური ჯილდო მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 49 სტუდენტს გადაეცა.

აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიას ისინი  წელიწადში ორჯერ 500-500 ლარის ოდენობით იღებენ. სტიპენდია ხელვაჩაურის მერიამ  გასულ წელს დააფუძნა.

შამილაძის სახელობის სტიპენდიანტთა რაოდენობა  მერიის ინფორმაციით წელს საგრძნობლად გაიზარდა. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.